ჩვენ შესახებ
მოგესალმებით კომპანია გეოფერტ-ის კორპორატიულ საიტზე. ჩვენი კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს ქართული ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება, რის შედეგადაც მზადდება მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ჩირები : ვაშლის ჩირი, ხურმის ჩირი, ნესვის ჩირი,ქლიავის ჩირი, მარწყვის ჩირი, პომიდვრის ჩირი, მანდარინის ჩირი. აღსანიშნავია, რომ ზემოდ ჩამოთვლილი პროდუქცია არის ყოველგვარი დანამატების, შაქრის და გლუტენის გარეშე. და, რაც მთავარია, პროდუქციაში არის შენარჩუნებული შესაბამისი ხილის თუ ბოსტნეულის გემოს თვისებები. ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს ნედლეულის მაღალი ხარისხი , თანამედროვე ტექნოლოგიები და მაღალი დონის ხილის საშრობი დანადგარები. ღუმელების და დანადგარების თანამედროვე, მაღალი დონის ტექნოლოგიები. ასევე ხაზგასასმელია, რომ ყველა სახის ნედლეული, რომელსაც ჩვენი კომპანია იყენებს საწარმოო პროცესში, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული, და მოყვანილია პესტიციდების და სხვა ქიმიური დანამატების გარეშე ! დაგროვილი გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გვაძლევს წარმატებული და სტაბილური მაღალი შედეგების მიღებას, განვითარების საშუალებას!